დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.10.003.019961 |
|
„მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 07/06/2016; 080240000.10.003.019306) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ პროგრამის საფუძველზე განხორციელებული ანკეტური მონაცემების შემოწმების შედეგად გაცემული დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი თვით. შემოწმების შედეგის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს/პირს უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს.“. 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანკეტური მონაცემების შემოწმების პროცესში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები