დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.136.016229 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/05/2017 - 29/06/2017)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 86-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკი, დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენი პეტიციის ფორმა (განცხადება პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე), დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობა, დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკი ………………………………………………………………………………………………. (პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება)
შენიშვნა: თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელწერის განხორციელება ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------------------- (ხელმოწერა, თარიღი)
სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით) ტელეფონის ნომერი ბლანკის დამოწმებაზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი: ------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი, ბეჭედი) |
დანართი 2
. |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენი პეტიციის ფორმა
(განცხადება პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე) |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ------------------------------------------------ პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების სახელი, გვარი ------------------------------------------------------------- მისამართი:------------------------------------------------ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: --------------------------------- განცხადება პეტიციის წარდგენის (განხილვის) შესახებ თაობაზე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შესაბამისი ტექსტი, მოთხოვნა, დასაბუთება) განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია; ბ) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პეტიციის ინიცირების დაწყების თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების მონაცემები და ხელმოწერები:
|
დანართი 3
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პეტიციის განხილვის თაობაზე
განცხადების რეგისტრაციის მოწმობა |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში -----------------------------------------რეგისტრირებულ იქნა
(რეგისტრაციის თარიღი) N----------------------------------------------------------------------- პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N, პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ......................... ......................................................... (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი, ბეჭედი) . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები