დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 604 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 21/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №604
2004 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №137, მუხ. 1227) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს №332 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები