დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360130000.22.023.016448 |
|
,,ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
,,ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს №38 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 23/08/2011წ., 360130000.22.023.016079) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2 1. კომისია წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც კომპლექტდება სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისაგან. 2. კომისიის შემადგენლობას (კომისიის წევრებს, თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები