დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი(განუსხვისებელი)ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 973 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023771 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №973
2017 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №5/20430 გადაწყვეტილება, ქალაქ ლაგოდეხში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე 2771.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №54.01.54.403) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები