დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 858-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.016197 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის მიწოდებისა.“. 2. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ეროვნულ ბანკს შეუძლია ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მის მიერ დადგენილი პირობებით გასცეს სესხი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლიკვიდობის მწვავე უკმარისობის დროს, შესაბამისი უზრუნველყოფით. ეს სესხი მაქსიმალურად მოკლევადიანი უნდა იყოს და მისი ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს საბაზროსთან მიახლოებული და არანაკლებ ეროვნული ბანკის ერთდღიანი მუდმივმოქმედი სესხის განაკვეთისა.“. 3. 65-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გასცეს სესხი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებზე, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი.“. 4. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი; გ) განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია; დ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით; ე) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია; ვ) მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებად არ მიიჩნევა ფულადი დახმარება, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 მაისი 2017 წ. N858-IIს |
დოკუმენტის კომენტარები