„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ

  • Word
„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 968
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023766
  • Word
968
18/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
000000000.00.003.023766
„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №968

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის  „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ

1. მიღებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადება, 2017 წლის მაის-სექტემბერში მანავის სამხედრო ბაზის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე  „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“  განხორციელების შესახებ.

2. „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, შესაბამისი აქტივობები განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ (პროგრამული კოდი: 32 02 07) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მანავის სამხედრო ბაზაზე 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: 

ა.ა) სველი წერტილების მოწყობა/გამართვა/აღჭურვა;

ა.ბ) სამზარეულოს ინფრასტრუქტურის მოწყობა/გამართვა;

ა.გ) სამედიცინო კაბინეტის მოწყობა/გამართვა/აღჭურვა;

ა.დ) ტერიტორიაზე გადახურული სცენის მოწყობა;

ა.ე) პროგრამის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით ბანაკის პერიმეტრის დაცვა;

ა.ვ) მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე;

ა.ზ) არსებული სპორტული მოედნის მოწესრიგება;

ა.თ) საცხოვრებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდებარე ტერიტორიის განათება;

ა.ი) სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის 1 (ერთი) ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის (პიკაპი) გამოყოფა,  ივნის-სექტემბერის პერიოდში სარგებლობის მიზნით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ბ.ა) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოება მთლიანი მარშრუტის მანძილზე საპატრულო ეკიპაჟის ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხლებით, მანავის სამხედრო ბაზაზე „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ჩატარების ადგილამდე და უკან;

 ბ.ბ) მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მათი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მანავის სამხედრო ბაზაზე განახორციელოს:

გ.ა) ბანაკის უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით, 24 საათის განმავლობაში, ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და საჭიროების შემთხვევაში, ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;

გ.ბ) ბანაკის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა:

დ.ა) 2017 წლის 20 მაისამდე უზრუნველყოს მანავის სამხედრო ბაზის   ტერიტორიაზე „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მიმდინარეობის პერიოდში პროგრამული ნაწილის განხორციელებისათვის აუცილებელი აქტივობების გეგმისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის,  ხოლო ივნისიდან დაიწყოს შესაბამისი მოსამზადებელი აქტივობების განხორციელება;

დ.ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „საზაფხულო სკოლების“  პროგრამის  „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ (პროგრამული კოდი: 32 02 07) ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით უზრუნველყოს მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მიმდინარეობის პერიოდში პროგრამული ნაწილის განხორციელება, კერძოდ: სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება;

ე) ეთხოვოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ბანაკის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების განთავსება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ბანაკების მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ვ.ა) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ (პროგრამული კოდი: 32 02 07) ფარგლებში, მანავის სამხედრო ბაზაზე ბანაკის  მოწყობის მიზნით, შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა;

ვ.ბ) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შერჩევა;

ვ.გ) 2017 წლის ივლის-სექტემბრის ჩათვლით, „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“  მონაწილეთა მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება;

ვ.დ) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“  მონაწილეთა კვება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                   გიორგი კვირიკაშვილი