სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 965
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
ძალაში შესვლის თარიღი 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023758
  • Word
965
18/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
000000000.00.003.023758
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №965

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 272 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 11 მაისის №ი-238 ბრძანებით განსაზღვრულ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის 9044,94 კვ.მ ფართობზე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ მინიჭებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადა გააგრძელოს  2017 წლის 11 მაისიდან 2018 წლის 11 მაისამდე.  

2.  განკარგულება ძალაშია 2017 წლის 10 მაისიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                   გიორგი კვირიკაშვილი