შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 962
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023751
  • Word
962
18/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
000000000.00.003.023751
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №962

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 3 553 440 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის საჭირო თანხის მოძიება და კომპანიისთვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი