დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 956 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023763 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №956
2017 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) კაფე-რესტორნის მინისა და ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის, კაფე-რესტორნის სამგზავრო ლიფტის მონტაჟისა და კიბის მოსაწყობად, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის, სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა და 2016-2017 წლებში საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – „GEM FEST“-ის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების, ასევე შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის 2015-2016 წლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი და 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;“.
2. პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-მა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები