„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 954
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023760
  • Word
954
18/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
000000000.00.003.023760
„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №954

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის 289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აპრილის №649 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად დამატებითი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) მიეცეს რეკომენდაცია სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შენობაში ამ ეტაპისათვის შესრულებული სამუშაოების დაზიანებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, განახორციელოს გადახურვის სამუშაოები სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული №01/162-78 ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შენობის გადახურვის სამუშაოების ჩასატარებლად სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გამოსაყოფი დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არაუმეტეს 125 979.33 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობით:

რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შენობის გადახურვის სამუშაოები სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე დაფინანსდეს 62 989.66 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს გადახურვის სამუშაოების ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით;

ბ) დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული №01/162-78 ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი შეთანხმების გაფორმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით;

გ) მიეცეს უფლება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, წინამდებარე პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებულ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ არსებითად არ იცვლება წინამდებარე პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

დ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.“.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი