დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 950 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023754 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №950
2017 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიეცეთ თანხმობა ამ განკარგულების №1, №2 დანართებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები