დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016240 |
|
„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა: ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ რეკლამირებულ/შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის № 151/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები