შპს „გზაარამადნეულის“ კრედიტორთა კრების გაგრძელელების შესახებ

  • Word
შპს „გზაარამადნეულის“ კრედიტორთა კრების გაგრძელელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/38066-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/38066-16
18/05/2017
ვებგვერდი, 24/05/2017
შპს „გზაარამადნეულის“ კრედიტორთა კრების გაგრძელელების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/38066-16    

 

ამონაწერი

2017 წლის 18 მაისის კრედიტორთა კრების ოქმიდან

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი 

განმცხადებელი (კრედიტორი) – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმომადგენლები: სანდრო ვაშაყმაძე

მოვალე – შპს ,,გზაარამადნეული” (ს.კ 209442110)

დირექტორი – შპს,,რეაბილიტაცია”

წარმომადგენელი – ამირან დადვანი

კრედიტორი: შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე ბარავკოვი

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

დღის წესრიგი – მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა

 

მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:

2017 წლის 24 აპრილს 15:00 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა მოვალე შპს ,,გზაარამადნეულის” გადაწყვეტილება მომრიგებელი საბჭოს პირველ წევრად ლევან გოგოხიას დანიშვნის შესახებ. ვინაიდან მოცემულ კრებაზე კრედიტორებმა ვერ დაასახელეს მომრიგებელი საბჭოს წევრის მეორე კანდიდატურა კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 18 მაისს 15:00 სთ-ზე.

მოცემულ კრებაზე არ გამოცხადდა უზრუნველყოფილი კრედიტორი შემოსავლების სამსახური. შესაბამისად, სხდომაზე გამოცხადებული კრედიტორის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ მოხდა მომრიგებლი საბჭოს მეორე წევრის კანდადატის დასახელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორთა პირველი კრება უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს სხვა დროისათვის.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 22 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №19.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლეთამარ ბურჯანაძე