დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის,დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 7 აპრილის 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016254 |
|
„მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016240) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები