შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/6735-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/6735-17
02/05/2017
ვებგვერდი, 24/05/2017
შპს „ალგეთი პირველის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/6735-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი ( მოვალე ) შპსალგეთი პირველი“)

( საიდენტიფიკაციო კოდი 234224568)

დირექტორი ვაჟა ღოღელიანი

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ლელა ხაციკიდუ

კრედიტორები : 1. შპსკუმისი XX1“

წარმომადგენელი მაკა კეშელავა

2. სსპროკრედიტ ბანკი

წარმომადგენელი მუხრან დიდმანიძე

დღის წესრიგი 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა ; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა ; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია

2017 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპსალგეთი პირველისდირექტორმა ვაჟა ღოღელიანმა და მოითხოვა შპსალგეთი პირველისმიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 2 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა და 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2017 წლის 2 მაისს, 16:00 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოსმენილ იქნა მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიში, აღიარებულ იქნა შპსკუმისი XXI“-ის მოთხოვნა მოვალის მიმართ, თუმცა გადაიდო სსპროკრედიტ ბანკისმოთხოვნის განხილვა. ამასთან, ამავე კრებაზე ვერ მოხდა გაკოტრების მმართველის დანიშვნა, შესაბამისად, შპსალგეთი პირველისდირექტორთან ვაჟა ღოღელიანთან, კრედიტორებთან და მეურვესთან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელთან ლელა ხაციკიდუსთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა.

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-, 27- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 18 მაისს, 17:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე . თბილისში, ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №19;

2. განჩინება გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                                     თამარ ბურჯანაძე