„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 847-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.001.018465
847-IIს
17/05/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
010240060.05.001.018465
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240060.05.001.017625).

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში მიეცეს უფლება, განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული კოდი 49 00 – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 მაისი 2017 წ.

N847-IIს