„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 938
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023736
938
18/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
000000000.00.003.023736
„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №938

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამავე პუნქტის შესაბამისად კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლისა (გარდა №6 და №10 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა). ამავე განკარგულების №10 დანართით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციას საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განესაზღვროს არაუგვიანეს 2018 წლისა, ხოლო №6 დანართით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციას საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განესაზღვროს არაუგვიანეს 2020 წლისა.“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (გარდა №3, №6, №10, №16, №17, №18 და №19 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა), ამავე დანართებში მითითებული ოდენობების შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდება 3 (სამი) ეტაპად, ხოლო ამ განკარგულების №3, №10, №16, №17, №18 და №19 დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის – 2 (ორი) ეტაპად და №6 დანართით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის – 1 (ერთი) ეტაპად, ამავე დანართებში მითითებული ოდენობების შესაბამისად;“;

გ) განკარგულების №6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                                 გიორგი კვირიკაშვილი