დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 250 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019959 |
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი – ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი; ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით ძირითადი ტენდენციების გამოვლენა; ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკფაქტორების გამოვლენა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება; წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ანგარიშების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ეკონომიკურ პროცესებზე დეტალური ანალიზის მომზადება; დაკავშირებულ მხარეებთან (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება; ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა; ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელება და განხორციელების ხელშეწყობა; ეკონომიკასა და სამეწარმეო გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების შეფასება და მონიტორინგი; სამეწარმეო გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; საინვესტიციო გარემოს ანალიზი; საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობა; ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებზე საჭირო ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად კომუნიკაციის ეფექტიანი არხების აწყობა; ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა; დ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი – ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებითა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; შესაბამის უწყებებთან ერთად სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის წარმოება და თანამშრომლობის გაღრმავება; კანონპროექტებსა და სხვა სახის ინიციატივებზე რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზის განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ ანალიტიკური კვლევების მომზადება; სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება; საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება; დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა და ანალიზი; კერძო სექტორთან თანამშრომლობით შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისთვის; შრომის ბაზრის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; სახელმწიფო უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების/გაცვლის მიმართულებით; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების მართვა და განვითარების ხელშეწყობა;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტი − ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა; ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და ეფექტურობის შეფასება; ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება. ასევე მონაცემების კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით (CRM); დაინტერესებული პირების ინფორმირება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების შესახებ; ინვესტორების მიერ დაყენებული საკითხების მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავება და შესრულების ორგანიზება. ინვესტორსა და საჯარო/კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კოორდინირება; ქვეყნის ფარდობითი უპირატესობების განსაზღვრა საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების ინიციირება და მომზადებაში მონაწილეობა; ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პროაქტიულად საინვესტიციო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე; ინვესტორთა შემდგომი მომსახურების სისტემის დანერგვა არსებულ ინვესტორებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ასევე საინვესტიციო პროექტებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტიციების მონიტორინგი დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და კომპანიების გაფართოების მიზნით.“. |
მუხლი 2 |
დაევალოს:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აპრილის №167 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმასა“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“ შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების გატარება, ამ დადგენილების პირველ მუხლთან შესაბამისობის მიზნით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები