სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 937
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023735
  • Word
937
18/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
000000000.00.003.023735
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №937

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №5/22647 გადაწყვეტილება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ის II სართულზე არსებული 114.5 კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.21.52.036) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                              გიორგი კვირიკაშვილი