„შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 929
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023727
  • Word
929
18/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
000000000.00.003.023727
„შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №929

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1369 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის ბოლომდე, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ინვესტიციაზე დამატებით, „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეშნლ ჰოლდინგს“ შორის 2009 წლის 26 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, №03.01.21.529, №03.01.21.526, №03.01.21.530.01.501 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. №03.01.21.192, №03.01.21.206, №03.01.21.215, №03.01.21.029, №03.01.21.358, №03.01.21.525 და №03.01.21.530.01.500 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე გაუქმებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჯეომეტ&კოს“ (ს/ნ: №204541745) (უფლებამონაცვლე, შპს „ჯორჯიან ინტერნეშნლ ჰოლდინგი“ (ს/ნ №204565577)) შორის 2007 წლის 25 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი                                                                    გიორგი კვირიკაშვილი