დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 244 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.019958 |
|
„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №12 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ითვალისწინებს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია დანართი 12.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად, მათ შორის: ა.გ.ა) ნეიროგანვითარებითი და ფსიქიატრიული გუნდის მომსახურება; ა.გ.ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა (დიაგნოსტიკის პერიოდში) ექიმის დანიშნულების შესაბამისად; ა.გ.გ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები ექიმის დანიშნულების შესაბამისად; ა.გ.დ) სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები ექიმის დანიშნულების შესაბამისად;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს: ბ.ა.ა) მწვავე შემთხვევების სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ.ა.ბ) გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირთა მკურნალობას სტაციონარის პირობებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქოსოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევები და/ან გახანგრძლივებული ფსიქოზური სიმპტომატიკა (მათ შორის, მწვავე შემთხვევების სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელება); ბ.ა.გ) იმ პაციენტების მკურნალობითა და დამატებითი მომსახურებით (დაცვა და უსაფრთხოება) უზრუნველყოფას, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება, იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ; ბ.ა.დ) დამატებით მომსახურებას: ბ.ა.დ.ა) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას; ბ.ა.დ.ბ) ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს;“; ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი: „ბ.ა1) ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, სტაციონარულ მომსახურებაზე მყოფი პაციენტების კვებითა და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფას;“; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მაგრამ არაუმეტეს დანართი 12.5-ით განსაზღვრული ბიუჯეტისა, შემდეგი პირობების გათვალისწინებით (2017 წლის 1 ივნისამდე): ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივად გატარებული საწოლდღეების მიხედვით, არაუმეტეს ერთი შემთხვევის ღირებულებისა, რომელიც შეადგენს 690 ლარს თვეში (საწოლზე დატვირთვის მაჩვენებელი თვეში არ უნდა აღემატებოდეს 2-ს, საწოლდღის ფასი – 46 ლარი); ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით (საწოლდღის ფასი შეადგენს 19 ლარს); გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი მომსახურების (დაცვა და უსაფრთხოება) ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 12.5-ის შესაბამისად; დ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 12.7-ის შესაბამისად.“; ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მაგრამ არაუმეტეს დანართი 12.6-ით განსაზღვრული ბიუჯეტისა, შემდეგი პირობების გათვალისწინებით (2017 წლის 1 ივნისიდან): ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს ერთი შემთხვევის ღირებულებისა, რომელიც შეადგენს 690 ლარს; ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით (საწოლდღის ფასი შეადგენს 19 ლარს); გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით (საწოლდღის ფასი შეადგენს 26 ლარს); დ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 12.7-ის შესაბამისად.“; გ) მე-5 მუხლის: გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანართ 12.5-ში მითითებული დაწესებულებებისგან (2017 წლის 1 ივნისამდე).“; გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანართ 12.6-ში მითითებული დაწესებულებებისგან (2017 წლის 1 ივნისიდან). 5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანართ 12.7-ში მითითებული დაწესებულებისგან.“; დ) მე-6 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“, „ბ.ა.ბ“ და „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები განსაზღვრულია დანართი 12.5-ის (2017 წლის 1 ივნისამდე) და 12.6-ის (2017 წლის 1 ივნისიდან) მიხედვით.“; დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განსაზღვრულია დანართი 12.7-ის მიხედვით.“; ე) დანართი 12.5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 12.5 – ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით (2017 წლის 1 ივნისამდე)
ვ) დანართი 12.5-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 12.6: „დანართი 12.6 – ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით (2017 წლის 1 ივნისიდან)
ზ) დანართი 12.6-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 12.7: „დანართი 12.7 – ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით
2. №20 დანართის (რეფერალური მომსახურება): ა) მე-2 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.“; ბ) მე-3 მუხლს „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტით (პირფენიდონი) ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფას;“; გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, 2016 წელს „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საკასო ხარჯი გასწიოს 2017 წლის „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან.“; დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-5 პუნქტი, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხრილის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 15 მაისიდან. 3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-4 პუნქტი და „ვ“ ქვეპუნქტი, ასევე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. 4. დადგენილება, გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები