დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.174.016217 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016, 190020020.35.174.016192) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები“ განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12 285,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 228,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 558,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 330,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1 376,7 ათასი ლარის ოდენობით. “; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1 450,5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 450,5 ათასი ლარის ოდენობით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ე) მუნიციპალიტეტის და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ლიფტების და ეზოების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ა(ა)იპ-ების სარგებლობაში არსებული შენობების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა. ასევე, ქალაქ გორში, წერეთლის ჩიხი №2-ში მდებარე მოქალაქე ეთერ სენინას საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია (სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) და შინდისის გზ.№22-ში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის დასრულება. აგრეთვე გათვალისწინებულია ქ. გორში დ. ჩუბინიშვილის ქუჩაზე მშენებარე მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების თანადაფინანსება.“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ი) ა(ა)იპ – – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გამწვანების და სანერგე მეურნეობა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გამწვანებისათვის და ქარსაცავი ზოლის მოწყობისათვის საჭირო ნერგების გამოყვანა, დაკალმვა, ნიადაგის მოვლა და დაზიანებული ხეების გასხვლა-გადაბელვის სამუშაოები. სკვერების და გაზონების მოვლა, მწვანე ნარგავების შეძენა, დარგვა და გამწვანების ზოლებში სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება.“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.კ) ა(ა)იპ – – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, მოსახლეობიდან და ორგანიზაციებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ურნების გათავისუფლება და სანიტარიული დამუშავება (პერიოდულად); ქალაქის იერსახის შენარჩუნების და შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქის ქუჩების, შენობების, ხიდების, შადრევნების გარე განათების სისტემის და შენობა-ნაგებობების დეკორატიული განათების მოწყობა-ექსპლოატაცია; ქალაქის სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები; ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე; შადრევნების მოვლა-ექსპლოატაცია ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოსაცდელების მოვლა-პატრონობა.“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ.ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ლ) ა(ა)იპ – – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების და მოთხოვნილებების შესწავლის, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის განსახორციელებელი პროექტებისათვის თანხების მოძიების, დემოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურ სკითხებზე გამოკითხვების ჩატარების, ხელისუფლების და ბიზნესსექტორის მიერ საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზის, უცხოურ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების და განვითარების სხვა პროგრამების შემუშავების მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფა სუბსიდირების გზით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების სამგანზომილებიანი მოდელირება, მასზე არსებული ინფორმაციის მიმაგრება და ინტერნეტსივრცეში განთავსება. გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მათი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. შიდა ტურიზმის, შემოყვანის ტურიზმის, სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მოსწავლე-ახალგაზრდობაში. ტურიზმსა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტების, სტრატეგიისა და წინადადებების შემუშავება. ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნა და შეთავაზება.“; მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ – „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების“ ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად, რათა მოსწავლეებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვა და სხვა კალენდარულ ტურნირებში და მიაღწიონ მაღალ შედეგებს.“; ნ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ი) მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ქალთა კამერული გუნდის ფინანსური მხარდაჭერა.“; ო) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ბ.მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.მ) ა(ა)იპ – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის და ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის დაფინანსებას, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ შესაბამისი განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. დაგეგმილია სამხატვრო სკოლასთან არსებული ტიხრული მინანქრის საამქროს ფუნქციონირების ხელშეწყობა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაცია. აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს ახალგაზრდებისათვის იმ ცოდნისა და ქცევის ნორმების შეძენას, რაც უზრუნველყოფს მათ მზადყოფნას ყოველდღიური ცხოვრებისათვის, ხელს უწყობს მოზარდთა ინტერესების შესაბამისად სამეცნიერო-შემოქმედებითი, მოქალაქეობრივი და ესთეტიკური მიმართულებებით მოქნილი პროგრამების შემუშავება-განხორციელებას და აქტიური ინტელექტუალური ახალგაზრდების გამოვლენას. ასევე პროგრამა ხელს უწყობს მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობის ამაღლებას, ქართული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას. ცენტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა სადღესასწაულო დღეებში გასართობი სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზებას და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „გორის“ ფუნქციონირებას ხელშეწყობას.“; პ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ბ.ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ნ) ა(ა)იპ – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 16) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის მიერ ინტელექტუალური დონის ამაღლების, ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და არსებული წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. ლიტერატურული კონსულტაციების გაცემა, მწერალთა შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება, ლიტერატურული ნაშრომების პრეზენტაცია, მწერალთა შემოქმედების პოპულარიზაცია ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემების მეშვეობით.“; ჟ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები“ განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები