შპს „სტერეო+“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის შესახებ

  • Word
შპს „სტერეო+“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი MUX-E
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/04/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
MUX-E
04/04/2017
ვებგვერდი, 23/05/2017
შპს „სტერეო+“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ინფორმაცია 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ 

 

№

ორგანიზაციის დასახელება და სამართლებრივი ფორმა (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა)

ლიცენზიის        №

ლიცენზიის გაცემის თარიღი

საქმიანობის სახე

სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები

ლიცენზიის გამცემი ორგანო (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა)

 

1.

 

 შპს „სტერეო+“

 

მის: ქ. თბილისი,                     ალექსიძის ქ.1

 

№MUX-E

 

10/07/2014

 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის 

ლიცენზია

 

 

რეგისტრირებულია: ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ 2002 წლის 19 ივნისს.                       რეგისტრაციის №5ა/4-3306

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 ქ. თბილისი 0144         ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის               ქ. 50/18

ტელ: 292 16 67

ფაქსი: 29216 25

ელ-ფოსტა: post@gncc.ge

 

 

 

 

ლიცენზიაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა

 

განახლება

 

გასაჩივრება

 

გაუქმება

 

შეჩერება

 

ცვლილებები/შენიშვნები

 

ლიცენზიის გაუქმება

ვახტანგ აბაშიძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

 

 

 

 

 


კომისიის 2017 წლის 4 აპრილის №220/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს „სტერეო+“-ის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № MUX-E ლიცენზია, შევიდა ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და:

 

ა) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დ.ი) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„დ.ი) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის სიგნალის ღია ეთერით გავრცელება DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.264 (MPEG 4) ტექნოლოგიით (ISO/IEC 14496), ხოლო მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტოკოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) შეთავაზების შემთხვევაში უზრუნველყოს სიგნალის გავრცელება DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროების H.265/HEVC ტექნოლოგიით (ISO/IEC 23008-2)“;

ბ) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დ.ო.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„დ.ო) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტოკოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტოკოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად“;

გ) ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის დ.ო1) ქვეპუნქტი:

„დ.ო1) მიუხედავად წინამდებარე გადაწყვეტილების დ.ო) ქვეპუნქტში მითითებული უფლებამოსილებისა, ლიცენზიის მფლობელი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, უპირობოდ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის ქსელში დაშვება და ღია ეთერით გავრცელება;“