,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების რიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016244
11
17/05/2017
ვებგვერდი, 23/05/2017
280090030.32.057.016244
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების რიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2017 წლის 17 მაისი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით   მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაო­ბის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა  და ზიანის აღმოფხვრის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ადგილობრივმა კომისიამ შესაძლებელია განიხილოს საცხოვრებელი ფართების მიღების მოთხოვნით იმ ეკომიგრანტ ოჯახთა განცხადებები, რომელთაც გასულ წლებში სახელმწიფოსაგან მიღებული აქვთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება:

ა) 5 000 ლარი ან ნაკლები, მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელ­ვადიანი გადაწყვეტისათვის;

ბ) 5 000 ლარიდან 7 000 ლარის ჩათვლით და ოჯახი რეგისტრირებულია სოცია­ლურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა  ერთიან  ბაზაში  0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით, ბენეფიციარის მიერ თანხა გამოყენებულ იქნა სახლის ადგილზე აღდგენა-გამაგრებისათვის  ან  ოჯახის  დროებითი  საცხოვრისით  უზრუნველ­ყოფი­სათ­ვის, მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტი­სათ­ვის.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე