„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 80/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.017334
80/ნ
31/05/2017
ვებგვერდი, 01/06/2017
480180000.22.022.017334
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №80/ნ

2017 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016722) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი:

10.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

10.2. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი;

დ) განათლების/ მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საერთაშორისო საგანმანათლებლო/სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

ვ) ადგილობრივი/საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება;

ზ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;

თ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

10.3. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროში ფონდების მოზიდვის გამოცდილება.

10.4. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ზ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონი;

კ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანება;

მ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.“.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №96/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 06/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016830).
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა