დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016245 |
9
16/05/2017
ვებგვერდი, 23/05/2017
010320020.32.057.016245
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
|
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 09/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010320020.32.057.016236) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ1“, ,,პ2“, ,,პ3“ და ,,პ4“ ქვეპუნქტები:
,,პ1) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა; პ2) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირების უზრუნველყოფა; პ3) რისკის მართვისა და შიდა კონტროლის ღონისძიებების კოორდინირება; პ4) რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის მომზადება;“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები