„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016359
10
19/05/2017
ვებგვერდი, 23/05/2017
010250000.35.153.016359
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 19 მაისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 22/10/2014წ. 010250000.35.153.016241), დადგენილების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „პ. ლისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ. ბევრეთი, სოფ, ტაბარუკი, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი