„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10-43
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016397
10-43
19/05/2017
ვებგვერდი, 23/05/2017
040030000.35.101.016397
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-43

2017 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ერთჯერადი ტრანსპორტირების  საფასური შეადგენს:

ა) ძაღლის, კატის შემთხვევაში – 1 ლარს – 1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 2 ლარი;

ბ) წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 2 ლარს – 1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 2 ლარი;

გ) მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 3 ლარს –1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური –  4 ლარი.“.

2.  დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის „63“ მუხლი:

„მუხლი 63. ვეტერინარული მომსახურება

1. ვეტერინარული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით (პირის მიერ მითითებულ მისამართზე (შემდგომში - მისამართი)) ან მის გარეშე (სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში (შემდგომში - თავშესაფარი)), პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს ცხოველების:

ა) სტერილიზაციის ოპერაციას (თავშესაფარში);

ბ) კასტრაციის ოპერაციას (თავშესაფარში);

გ) ანტირაბიულ ვაქცინაციას (თავშესაფარში ან მისამართზე);

დ) კომპლექსურ ვაქცინაციას (თავშესაფარში ან მისამართზე).

2.     სააგენტოს მიერ ვეტერინარული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) სტერილიზაციის ოპერაცია – 80 ლარი;

ბ) კასტრაციის ოპერაცია – 60 ლარი;

გ) ანტირაბიული ვაქცინაცია:

გ.ა) თავშესაფარში – 10 ლარი;

გ.ბ) მისამართზე - 23 ლარი;

დ) კომპლექსური ვაქცინაცია:

დ.ა) თავშესაფარში – 20 ლარი;

დ.ბ) მისამართზე – 33 ლარი.“.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ცხოველების ამ მუხლით გათვალისწინებული ანტირაბიული ვაქცინაცია თავშესაფარში სააგენტოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ, წინასწარი განაცხადის საფუძველზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი