დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10-41 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010270000.35.101.016399 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-93 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010270000.35.101.016111) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მხოლოდ სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის შემდეგ. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის პატრონის/მფლობელის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია შეატყობინოს პატრონს/მფლობელს, მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი 1. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის ვადაში პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი არ მიმართავს სააგენტოს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება ელექტრონული აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ფორმით, შემდეგი წესით: ა) პირუტყვის რეალიზაციასა და აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ხელმძღვანელი; ბ) აუქციონის ფორმით პირუტყვის რეალიზაციას მოახდენს სააგენტო, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე www.eauction.ge; გ) აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სააგენტო ოფიციალურ გვერდზე www.animalsmonitoring.ge აქვეყნებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: გ.ა) აუქციონის დაწყების და დასრულების თარიღს; გ.ბ) სარეალიზაციო პირუტყვის სახეობას, რაოდენობას, მოკლე აღწერას; გ.გ) პირუტყვის საწყის სარეალიზაციო ღირებულებას; გ.დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას; გ.ე) ბიჯის სიდიდეს; გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში აუქციონის ჩატარების სხვა პირობებს. დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი, სააგენტო ვალდებულია რეალიზაციას დაქვემდებარებული პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს, აუქციონის დაწყებამდე 3 დღით ადრე წერილობით ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინოს ელექტრონული აუქციონის დაწყების დრო; ე) სააგენტო ვალდებულია აუქციონის გამოცხადებამდე მოიკვლიოს პირუტყვის საბაზრო ფასი და საწყისი სარეალიზაციო ღირებულება განსაზღვროს ბაზრის კვლევით დადგენილი ოდენობის შესაბამისად; ვ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროდ განისაზღვრება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 45 კალენდარული დღე. ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ების თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების არანაკლებ 10 %-ს და არაუმეტეს 80 %-ისა; თ) ბიჯის ოდენობა განისაზღვრება პირუტყვის საწყისი ღირებულების 5 %-ით; ი) თუ აუქციონზე პირველად გატანისას არ განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 25%-ით შემცირების თაობაზე; კ) თუ ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 50 %-ით შემცირების თაობაზე; ლ) თუ ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70 %-ით შემცირების თაობაზე; მ) თუ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა პირუტყვის რეალიზაცია, სააგენტოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას პირუტყვის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე. 2. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს 30 დღის ვადაში პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები