„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 148, 17/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
596
16/12/2004
სსმ, 148, 17/12/2004
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №596

2004 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ენერგოგენერაცია ახორციელებს ენერგეტიკული საწარმოების სახელმწიფო კრედიტებით შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებას, სახელმწიფო კრედიტებით განხორციელებულ ტექნიკურ ღონისძიებათა მოცულობისა და ხარისხის კონტროლს.“;

ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ენერგოგენერაციას მართავს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“;

გ) დებულების მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამტკიცებს ენერგოგენერაციის სტრუქტურას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განსაზღვრავს და ამტკიცებს ენერგოგენერაციის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდის განაკვეთებს;“;

დ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“;

ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:

„111. „ენერგოგენერაცია“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

112. „ენერგოგენერაციის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

მ. სააკაშვილი