დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 17/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №596
2004 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის №74 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ენერგოგენერაცია ახორციელებს ენერგეტიკული საწარმოების სახელმწიფო კრედიტებით შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებას, სახელმწიფო კრედიტებით განხორციელებულ ტექნიკურ ღონისძიებათა მოცულობისა და ხარისხის კონტროლს.“;
ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ენერგოგენერაციას მართავს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“;
გ) დებულების მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამტკიცებს ენერგოგენერაციის სტრუქტურას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განსაზღვრავს და ამტკიცებს ენერგოგენერაციის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდის განაკვეთებს;“;
დ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“;
ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:
„111. „ენერგოგენერაცია“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
112. „ენერგოგენერაციის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები