მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.019955
247
19/05/2017
ვებგვერდი, 22/05/2017
330090000.10.003.019955
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2017 წლის 19 მაისი

   ქ. თბილისი

 

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე,  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სოფელ ჩაჟაშის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი  განვითარების ხელშეწყობის  მიზნით, ძეგლის დამცავ ზონაში არსებული ტერიტორიის  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე:

მუხლი 1
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ფარგლებში, კერძოდ, ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის მიზნით, ამოქმედდეს ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.
მუხლი 2
განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში, ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს:

ა) ახალი მშენებლობები, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და  ნებართვების გაცემა, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლში მითითებული შემთხვევებისა;

ბ) შენობის რეკონსტრუქცია, მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, მიშენება/დაშენება);

გ) მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება.

მუხლი 3
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის  39-ე და მე-40 მუხლებით მოცემული გეგმარებითი შეზღუდვების გათვალისწინებით, დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში, ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ  ტერიტორიაზე დასაშვები ახალი მშენებლობებისა და არსებულ ობიექტებზე ჩასატარებელ სამუშაოებად განისაზღვროს:

ა) საკომუნიკაციო ქსელების, ასევე იმ ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს;

ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები;

გ)  შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლებსაც არ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს, უკანასკნელის სართულიანობის, მოცულობის ან/და გაბარიტული ზომების უცვლელად.

მუხლი 4
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სოფელ ჩაჟაშის დამცავი ზონების საზღვრებში შემავალი უშგულის თემის სოფლების: ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელისა და ჩაჟაშის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმებისა და  გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;

ბ) ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს, 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სოფელ ჩაჟაშის დამცავი ზონების საზღვრებში შემავალი უშგულის თემის სოფლების: ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელისა და ჩაჟაშის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმებისა და გამოყენებისა და  განაშენიანების რეგულირების წესების  დამტკიცება. 

მუხლი 5
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სოფელ ჩაჟაშის დამცავი ზონების საზღვრებში შემავალი უშგულის თემის სოფლების: ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელისა და ჩაჟაშის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას პრიორიტეტად გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის დაცვის ინტერესები, მისი ჩამოყალიბებული ლანდშაფტის დაცვის საჭიროებები და ამ მიზნით უზრუნველყოფილ იქნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. 
მუხლი 6
დადგენილების ამოქმედებისთანავე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრების ამსახველი №1 დანართის ციფრული ვერსიის მიწოდება.

 

მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და  მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი