შპს „ბლექ სი სატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „ბლექ სი სატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/36717-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/36717-16
18/05/2017
ვებგვერდი, 22/05/2017
შპს „ბლექ სი სატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/36717-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

მოვალე – შპს ,,ბლექ სი სატი”

წარმომადგენელი (დირექტორი) - მამუკა ცქიტიშვილი

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

მომრიგებელი საბჭოს წევრები -     1 - კახა ჭკუასელი

                                                       2 - ნიკოლოზ ცქიმანაური

3 - ანეტა ხურციძე

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მომართეს შპს ”კომპანის ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ და შპს „ღვინის ქარხანა №1”-ის დირექტორმა არჩილ ივარდავამ და განმარტეს, რომ მოვალე შპს „ბლექ სი სატი” წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 07 მარტიდან. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა. მოვალეს არ გააჩნია უნარი, გადაიხადოს განმცხადებელი კრედიტორების დავალიანება, რომელიც ჯამში შეადგენს 6 843 724.6 ლარს. მოვალე უუნაროა, ასევე, გადაიხადოს სხვა კრედიტორთა ვადამოსული დავალიანებები, რომელთა ოდენობა, დაუზუსტებელი მონაცემებით 150 000 (ას ორმოცდაათ ათას) ლარს აღემატება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები: კახა ჭკუასელი, ნიკოლოზ ცქიმანაური და ანეტა ხურციძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 17 მაისს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27- მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ, 2) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება, 3) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-მუხლებით და

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 30 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;

1.2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება;

1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე