„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.019952
243
18/05/2017
ვებგვერდი, 22/05/2017
440050000.10.003.019952
„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №243

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016245) და დადგენილების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ახალგაზრდა მეცნიერი – მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი;“;

ა.ბ)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზედნადები ხარჯები – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არაუმეტეს 7%-ს; ზედნადები ხარჯები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისათვის;“;

ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;“;

ა.ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;“;

ა.ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ძირითადი   პერსონალი  –  გრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი;“;

ბ) მე-4  მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ძირითადი პერსონალის სახით – დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტს.“;

ბ.ბ) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია იყოს ჩართული ფონდის მიერ გამოცხადებული და ადმინისტრირებული კონკურსის შედეგად დაფინანსებულ, ჯამში 2-ზე მეტ პროექტში. პროექტში ჩართვა გულისხმობს, როგორც კონკურსში წარმოდგენილ, ასევე უკვე დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებში ჩართვას შემდეგ კონკურსებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები. 

21. ერთი და იგივე პირი, ერთსა და იმავე დროს, არ უნდა ხელმძღვანელობდეს ფონდის მიერ გამოცხადებული ან ადმინისტრირებული კონკურსის შედეგად დაფინანსებულ ერთზე მეტ პროექტს. პროექტის ხელმძღვანელობაში იგულისხმება, როგორც კონკურსში წარმოდგენილი, ასევე უკვე დაფინანსებული, მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელობა შემდეგ  კონკურსებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები.“;

ბ.გ) 22 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ  24 თვისა, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა – 36 თვე. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის ჯერადი (24, 30, 36).“;

გ.ბ) მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის:        24-თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარისა; 30-თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა; 36-თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 210 000 (ორას ათი ათასი) ლარისა;

ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის:          24-თვიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა;   30-თვიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარისა; 36-თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარისა;“;

გ.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში – „ზედნადები ხარჯები“. „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 7%-ს. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გრანტის ტექნიკური ადმინისტრირებისთვის და წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსებისათვის. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია. 

5. პროექტის ბიუჯეტში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების წესი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში,  ძირითადი პერსონალისათვის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 40000 ლარს (პროექტის იმ ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, რომლებიც არ არიან ახალგაზრდა მეცნიერები, არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 25000 ლარს);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პროექტში არ არის/არ არიან ჩართული ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ი, ძირითადი პერსონალისათვის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 25000 ლარს;

გ) პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტის განხორციელების თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერის საგრანტო დაფინანსებას.“;

გ.დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში ჯამში 5000 ლარს.“;

გ.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო ანგარიშებზე ავანსის სახით. ტრანშების გადარიცხვა მოხდება შემდეგი სქემის მიხედვით:

ა) 36-თვიანი გრანტის პერიოდის შემთხვევაში:

ა.ა) პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ა.ბ) მეორე ტრანში გადაირიცხება პირველი პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

ა.გ) მესამე ტრანში გადაირიცხება მეორე პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

ა.დ) მეოთხე ტრანში გადაირიცხება მესამე პერიოდის ანგარიშის წარდგენისა და პირველი და მე-2 პერიოდის განხილვის აქტების საფუძველზე;

ა.ე) მეხუთე ტრანში გადაირიცხება მეოთხე პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

ა.ვ) მეექვსე ტრანში გადაირიცხება ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, მეექვსე ტრანშის 70% გადაირიცხება მეხუთე პერიოდის ანგარიშის წარდგენისა და მესამე და მეოთხე პერიოდის განხილვის აქტების საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 30% გადაირიცხება მეექვსე და მეხუთე პერიოდის ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე;

ა.ზ)   პროექტის დახურვისათვის აუცილებელია დამატებით წარდგენილ იქნეს ბოლო ტრანშის 30%-ის ანგარიში და გაფორმდეს შედარების აქტი;

ბ)  30-თვიანი გრანტის პერიოდის შემთხვევაში:

ბ.ა) პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ.ბ) მეორე ტრანში გადაირიცხება პირველი პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

ბ.გ) მესამე ტრანში გადაირიცხება მეორე პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

ბ.დ) მეოთხე ტრანში გადაირიცხება მესამე პერიოდის ანგარიშის წარდგენისა და პირველი და მეორე პერიოდის განხილვის აქტების საფუძველზე;

ბ.ე) მეხუთე ტრანში გადაირიცხება ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, მეხუთე ტრანშის 70% გადაირიცხება მეოთხე პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 30% გადაირიცხება მეოთხე და მეხუთე პერიოდის ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე;

ბ.ვ) პროექტის დახურვისათვის აუცილებელია დამატებით წარდგენილ იქნეს ბოლო ტრანშის 30%-ის ანგარიში და გაფორმდეს შედარების აქტი;

გ)  24-თვიანი გრანტის პერიოდის შემთხვევაში:

გ.ა) პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

გ.ბ) მეორე ტრანში გადაირიცხება პირველი პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

გ.გ) მესამე ტრანში გადაირიცხება მეორე პერიოდის ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

გ.დ) მეოთხე ტრანში გადაირიცხება ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, მეოთხე ტრანშის 70% გადაირიცხება მესამე პერიოდის ანგარიშის წარდგენისა და პირველი და მეორე პერიოდის განხილვის აქტის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 30% გადაირიცხება მესამე და მეოთხე პერიოდის ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე;

გ.ე) პროექტის დახურვისათვის აუცილებელია დამატებით წარდგენილ იქნეს ბოლო ტრანშის 30%-ის ანგარიში და გაფორმდეს შედარების აქტი.“;

დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არაფინანსური აქტივები;“;

ე) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 20%-ის ფარგლებში.“;

ვ) მე-12 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგრანტო   ხელშეკრულებით   გათვალისწინებულ   ტრანშებს   ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.“;

ვ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.“;

ვ.დ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ნაშთად  ჩაითვლება  საანგარიშო პერიოდში  გაუხარჯავი  რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო  საანგარიშო პერიოდებში.“;

ვ.ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის  შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტისა და ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებულ პროექტებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი

საგრნტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები და განმარტებები

შეუსაბამო

სუსტი

საშუალო

კარგი

ძალიან კარგი

საუკეთესო

შეფასება

და კომენტარი

1. სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

 

0

 

1

 

2

 

3

 

4

 

5

მინიმუმ 0

მაქსიმუმ 20 ქულა

1. კვლევითი თემის/საკითხის

აქტუალობა, კვლევის სიახლე და პრობლემის ფორმულირება

2. კვლევის მიზნები და ამოცანები

3. კვლევის მეთოდოლოგია

4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან კვლევის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა და გავრცელების (დისემინაციის) გეგმა

 

 

 

 

 

 

 

 

2. პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფი

 

0

 

1

 

2

 

3

 

4

 

5

მინიმუმ 0

მაქსიმუმ 15 ქულა

1. პროექტის ხელმძღვანელის მიღწევების,  კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა კვლევით პროექტთან

2. ძირითადი პერსონალის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და უნარების შესაბამისობა კვლევითი თემასთან

3. პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის ხარისხი

 

 

 

 

 

 

 

3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა

 

0

 

1

 

2

 

3

 

4

 

5

მინიმუმ 0

მაქსიმუმ

15 ქულა

1. პროექტის გეგმა-გრაფიკის (ეტაპების, ვადებისა და განხორციელების გზების) განხორცილელებადობა და შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

2. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

3. წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მატერიალური, ტექნიკური და ინტელექტუალური გარემოს/რესურსების  შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან

 

 

 

 

 

 

 

ქულების ჯამი:

მაქსიმუმ

50  ქულა

შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ:

2. 1-3 კრიტერიუმების თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით (0-5). ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 50 ქულა. ქვეკრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:

ქულა

შეფასება

განმარტება

 

0

 

შეუსაბამო

პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

 

1

 

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.

 

2

 

საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.

 

3

 

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

 

4

 

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.

 

5

 

საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.

3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 31 ან მეტი ქულა.

4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში (სამეცნიერო-კვლევითი პროექტი), შემდეგ კი თანმიმდევრულად, მე-2 (პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფი) და მე-3 (პროექტის მენეჯმენტი და განხორციელებადობა) კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.