საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.019951
242
18/05/2017
ვებგვერდი, 19/05/2017
430020000.10.003.019951
საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ5“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:

მუხლი 1
დაფინანსების ოდენობა

საქართველოს იმ მოქალაქეების, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განისაზღვროს 20 000 (ოცი ათასი) ლარით.

მუხლი 2
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი პირი

ამ დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მუხლი 3
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა

სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს სტუდენტის ჩარიცხვის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა.

მუხლი 4
განცხადების წარდგენის წესი

1. ამ დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში − სამინისტრო) 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე,  ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირის ჩარიცხვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 5
განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების განხილვა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება

1. განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე.

3. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე. 

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი