შპს „ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/40113-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 16/05/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/40113-16
16/05/2017
ვებგვერდი, 19/05/2017
შპს „ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/40113-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

მოვალე – შპს ბაგები სითი ჯგუფი”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205126781)

დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

განმცხადებელი (სავარაუდო კრედიტორი) – შპს ,,linaeus Capitali B.V."

განმცხადებელი (სავარაუდო კრედიტორი) – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე ბარავკოვო

მეურვე- აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

დღის წესრიგი – კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია:

შპს „ბაგები სითი ჯგუფის” წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 21 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2017 წლის 21 თებერვალს 16:00 სთ-ზე მოწვეული კრედიტორთა კრება ვერ ჩატარდა, მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს კრებაზე გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი” – ს წარმომადგენელთან მალხაზ ალბორაშვილთან და კრედიტორთან შეთანხმებით, კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 2 მარტს 17:30 სთ-ზე.

2017 წლის 2 მარტს 17:30 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის” ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ და მეურვეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ ქონების მოსაძიებლად განესაზღვრა 15 დღის ვადა. ვინაიდან მოცემულ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები, კრედიტორთა კრება შეწყდა და გარძელდა 2017 წლის 28 მარტს, 15:30 სთ-ზე.

2017 წლის 28 მარტს გამართულ კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მხოლოდ შპს ,,linaeus Capitali Partner B.V.’’-ის მოთხოვნა. მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის შუამდგლობით შემოსავლების სამსახურის კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა გადაიდო მომდევნო კრებისათვის. მოცემულ კრებაზე ასევე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხი.

2017 წლის 3 აპრილს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განჩინებაზე, რომელიც 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

 2017 წლის 10 მაისის მომართვის საფუძველზე საქმე დაბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27- მუხლის თანახმად უნდა გაგრძელდეს კრედიტორთა პირველი კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 30 მაისს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; 3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე