დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 574 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 10/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №574
2004 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წელი, №78, მუხ. 555) დამტკიცებულ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს“ XXX თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XXX1 თავი:
„თავი XXX1
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 1091. მთავარი საჯარო თანამდებობა
გენერალური დირექტორი.
მუხლი 1092. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დირექტორი;
ბ) დეპარტამენტის უფროსი;
გ) ცენტრის უფროსი;
დ) განყოფილების გამგე;
ე) სწავლული მდივანი;
ვ) მთავარი ბუღალტერი;
ზ) სექტორის გამგე.
მუხლი 1093. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი ბიბლიოთეკარი;
ბ) მთავარი ბიბლიოგრაფი;
გ) მთავარი სპეციალისტი;
დ) მთავარი რედაქტორი;
ე) წამყვანი ბიბლიოთეკარი.
მუხლი 1094. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) ჯგუფის უფროსი;
ბ) გენერალური დირექტორის თანაშემწე;
გ) იურისტი;
დ) მთავარი ბუღალტრის მოადგილე.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები