„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016495
44
31/05/2017
ვებგვერდი, 01/06/2017
120010000.22.026.016495
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №44

2017 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016447) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იურიდიული სამმართველო;“.

2. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იურიდიული სამმართველო:

გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  პროექტების მომზადებას, ვიზირებას და უფლებამოსილი პირისთვის ხელმოსაწერად წარდგენას;

გ.ბ) ახორციელებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან შემოსული გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ვიზირებას და კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღების/გამოცემის უზრუნველყოფას;

გ.გ) ახორციელებს გენერალურ შტაბში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან შეთანხმების უზრუნველყოფას, მათ სამართლებრივ ექსპერტიზას კომპეტენციის ფარგლებში;

გ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს გენერალური შტაბის ქვედანაყოფებიდან, სადავო საქმეებთან დაკავშირებული მასალებისა და სათანადო ინფორმაციის გამოთხოვას;

გ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

გ.ვ) ახორციელებს გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების სამართლებრივ უზრუნველყოფას, კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია