„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 24/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016300
9
17/05/2017
ვებგვერდი, 19/05/2017
010250050.35.169.016300
„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 17 მაისი

ქ. დედოფლისწყარო

„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას  ოქმის  შედგენაზე  უფლებამოსილების  მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016249)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით,  43-ე მუხლის  პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და  საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის  დამტკიცების შესახებ“.

 2. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 1

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით  და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ  სამართალდარღვევისას, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მიენიჭოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს   შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში.“

 3. დადგენილების  მე-2 მუხლი   ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

მუხლი 2

 დამტკიცდეს „ნარჩენების მართვის კოდექსი“  საქართველოს კანონის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე   მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ  სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის).“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1  ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით, თანდართული დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის).

 5. დადგენილების  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 3

  დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპაიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2015 წლის 27 ივლისის MES91500738033 წერილით) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2017 წლის 01 მაისის MES91700432751 წერილით) დანართი 2-ის    შესაბამისად  (დანართი 2 თან ერთვის)“.

6. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი 2   ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით  თანდართული დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 თან ერთვის).

7. დადგენილების  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „მუხლი 4

 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპაიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სააღსრულებლო ფურცლის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად,  (დანართი 3 თან   ერთვის).“.

8. დადგენილებით   დამტკიცებული  დანართი 3    ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით, თანდართული დანართი 3-ის შესაბამისად (დანართი 3 თან ერთვის).

9. დადგენილების  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 7

 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის  სამსახურის გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ჩამოწერის  აქტის ფორმა და  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ჩამოწერის  აქტის ფორმა, დანართი 7-ის შესაბამისად  (დანართი 7 თან ერთვის).“.

10.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი  7  ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით, თანდართული დანართი 4-ის შესაბამისად (დანართი 4 თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი

დანართი 1
 „ნარჩენების მართვის კოდექსი“  საქართველოს კანონის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე   მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით,  43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ  სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და  და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადებზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადებზე უფლებამოსილნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის  საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  (შემდგომში – საჯარო მოხელე).

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
  1. საჯარო მოხელე, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  31-ე - 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
  2. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
  3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 2) შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

4.   საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს, იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითარს, ორივე ადგილზე  დაისმება ბეჭედი უფლებამოსილი პირის   მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

5. საჯარიმო ქვითარი ივსება, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმა) მიუხედავად, იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. დამრღვევი ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით. 

საჯარიმო ქვითარი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების აუცილებლობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის მესამე პირი, სააღსრულებო ფურცელთან ერთად (დანართი 3) ეგზავნება სასამართლო აღმასრულებელს.

6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.

   7.   საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის:

ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო  მოხელე;

ბ) I ნაწილის:

ბ.ა) პირველ  პუნქტში  შეიტანება: შედგენის ადგილი;

ბ.ბ) მე-2 პუნქტში  შეიტანება: შედგენის  თარიღი   (რიცხვი, თვე, წელი);

ბ.გ)მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

ბ.დ)მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: იურიდიული პირის დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო   ნომერი;

ბ.ე) მე-5 პუნქტში  შეიტანება: ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ჩადენის ადგილი, დრო, არსი;

ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული    სამართალდარღვევისათვის   განსაზღვრულია     საქართველოს     კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“  ------------------------------ და  ჯარიმის   ოდენობა ---- ლარი;

ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);

ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:   ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.

8. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც  საჯარიმო  ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო  ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

9. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ  პირებმაც.

10. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით (დანართი 4), ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

11. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

12. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის – საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.

13. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.

14. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 4. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელების წესი და საფუძველი
1. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის  მოთხოვნათა  დაცვით:

ა) დედოფლისწყაროს მუნიციპაიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური);

ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახური (შემდგომში – სამსახური)/ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფი (შემდგომში – სამსახურის განყოფილება).

მუხლი 5. საჯარიმო  ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, საჯარიმო  ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების  გაცემა,  წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი
1. საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება ხორციელდება სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე და ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.

2. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით,  43-ე მუხლის პირველი ნაწილით  და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება  სამსახურის უფროსის  მიერ.

3. საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება, აღირიცხება საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე – 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით,  43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ  სამართალდარღვევებზე, საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების „აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი)  (დანართი 5, დანართი 6).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.

5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.

6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი  კალმით.

 7.  ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე  გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი სამსახურის უფროსი/სამსახურის განყოფილების უფროსი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, სამსახურის უფროსი/სამსახურის განყოფილების უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სამსახურში/სამსახურის  განყოფილებაში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.

11. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი  დაცულობა.

12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

მუხლი 6. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა

საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 7. გამოსაყენებლად  უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების  ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 7) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.

   გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 8. ჯარიმის გადახდა
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან და შემდგომ სასამართლოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების  განხილვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341  მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

მუხლი 10. ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 11. დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა

ზედამხედველობის სამსახური

საჯარიმო ქვითარი № 000000

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №  

ნაწილი I.

                                                                                                                          ბ.ა.

1.  შედგენის ადგილი _______     2.  შედგენის თარიღი ____________ 

                                                                                                       (რიცხვი, თვე, წელი)

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ________

____________________________________________________________

---------------------------------------------------------------------------------------------------

4. დამრღვევის მონაცემები:_______________________________________

                               ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);

_____________________________________________________________

_____________________________________________________________

 იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის

 გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

5.  სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:  ____________________

________________________________________________________________

________________________________________________________________

6.  პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული  სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ------------------------------------------------------------------------------- -------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ლარის ოდენობით.

7.   _____________________________________________________________

მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

_____________________________________________________________

_______________________________________________________________

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ. ___________________________________________________________

(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

 9. მიმღები მოლარე     ____________          ____________________________

                                (ხელმოწერა და თარიღი)         (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

მოწმის ხელმოწერა    ________   ოქმის შემდგენლის ხელმოწერა  ________

სამართალდამრღვევის  ხელმოწერა      -----------------------------------------

ნაწილი II.       

საჯარიმო ქვითრის ყუა № 000000

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

1._____________________________________________

(გადამხდელის სახელი და გვარი)

2. ___________________________________________

(გადამხდელის მისამართი)

3. ___________________________________________

(ჯარიმის ოდენობა)

4._____________________________________________

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

5._____________________________________________

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6._____________________________________________

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7. მიმღები მოლარე:  __________________________

                           (ხელმოწერა)

8. შემომტანი:  _______________________________

                   (ხელმოწერა)

ბ.ა.

 თარიღი:  ___________________________________

                                 (რიცხვი, თვე და წელი)

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამკვეთი:     დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის        გამგეობა

            დამამზადებელი:

         სფს-ს რეგისტრაციის №

დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის

საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი

საჯარიმო ქვითარი № 000000

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №  

ნაწილი I.

                                                                                                                           ბ.ა.

1.  შედგენის ადგილი __________          2.  შედგენის თარიღი __________ ___

                                                                                                            (რიცხვი, თვე, წელი)

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: __________

______________________________________________________________

----------------------------------------------------------------------------------------------------- ----

4. დამრღვევის მონაცემები:_________________________________________

                                      ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

 იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

5.  სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: 

______________________________________________________________

_______________________________________________________________

6.  პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული  სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს -----------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ლარის ოდენობით.

7.   __________________________________________________________

მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

______________________________________________________________

_______________________________________________________________

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ. _______________________________________________________________

(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

 9.მიმღები მოლარე     ____________             _____________________________

                                        (ხელმოწერა და თარიღი)        (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

მოწმის ხელმოწერა    ______   ოქმის შემდგენლის ხელმოწერა  _________

 სამართალდამრღვევის  ხელმოწერა   -----------------------------------------

ნაწილი II.       

საჯარიმო ქვითრის ყუა № 000000

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

1._____________________________________________

(გადამხდელის სახელი და გვარი)

2. ___________________________________________

(გადამხდელის მისამართი)

3. ___________________________________________

(ჯარიმის ოდენობა)

4._____________________________________________

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

5._____________________________________________

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6._____________________________________________

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7. მიმღები მოლარე:  __________________________

                                          (ხელმოწერა)

8. შემომტანი:  _______________________________

                          (ხელმოწერა)

ბ.ა.

 თარიღი:  ___________________________________

                                 (რიცხვი, თვე და წელი)

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამკვეთი:     დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის        გამგეობა

            დამამზადებელი:

         სფს-ს რეგისტრაციის №

დანართი 3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ზედამხედველობის სამსახურისა და

        დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სააღსრულებო    ფურცლის ფორმა

საქმე № -----

                                ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო     ფ უ რ ც ე ლ ი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ზედამხედველობის სამსახური/

        დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დადგენილების გამოტანის თარიღი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:

 უფლებამოსილი პირის ხელმოწერა  ------------------------

დანართი 4
დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის  სამსახურისა და

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ჩამოწერის  აქტის ფორმა

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის  სამსახური

აქტი -----

ქ.დედოფლისწყარო                                                                                      ----------   20     წელი

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის  სამსახურის

გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ჩამოწერის   შესახებ

საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი

რაოდენობა

ოქმის

(საჯარიმო ქვითრის)

ინდივიდუალური

ნომერი

1

2

3

4

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.

სამსახურის უფროსი:                                                          /-------------------------/

საჯარო მოხელე                                                                 /------------------------/

საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა

და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

         პასუხისმგებელი პირი:                                                         /------------------------/

              დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

აქტი -----

ქ.დედოფლისწყარო                                                                                            ------20    წელი

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების  ჩამოწერის  შესახებ

საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი

რაოდენობა

ოქმის

(საჯარიმო ქვითრის)

ინდივიდუალური

ნომერი

1

2

3

4

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.

სამსახურის უფროსი:                                                          /-------------------------/

          გამგებლის წარმომადგენელი 

          ----------------------------------                                           

         ადმინისტრაციულ ერთეულში                                           /------------------------/

საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა

და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

         პასუხისმგებელი პირი:                                                         /------------------------/