დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2007 წლის 27 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.34.059.016041 |
4
17/05/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
010320020.34.059.016041
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო
კომისიის 2007 წლის 27 ივნისის №6 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2007 წლის 27 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2007 წლის 27 ივნისის №6 დადგენილების (გაზეთი „აჭარა“ 29.06.2007 წ. №97) –
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატი“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის ეკონომიკური, საკადრო, საზოგადოებასთნ ურთიერთობის და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის (გარდა სამსახურის უფროსისა) შტატით გათვალისწინებული მოხელეები არ დაექვემდებარონ სავალდებულო სერთიფიცირებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის 17 მაისის №2 დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები