„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016299
8
16/05/2017
ვებგვერდი, 18/05/2017
200140030.35.154.016299
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2017 წლის 16 მაისი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.             
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 თებერვლის  №1 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 09/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.154.016292) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით:

C N = IMG X ITL X C X K,                                 სადაც:

CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის მნიშვნელობა თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის არის 0.23;

ITL   არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ტოლია 1-ის (ვინაიდან თიანეთის ტერიტორიის ზონირება არ ხორციელდება, ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობა განისაზღვრა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013  წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების   მე-3  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადაც შუალედური ზონისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი არის 1-ის ტოლი);

C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;

K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა 200-ის ტოლია. .

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 5.5 ლარს.“.

მუხლი 2.            
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური