„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.017332
78/ნ
17/05/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
430190000.22.022.017332
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №78/ნ

2017 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7  აპრილის  №48/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011; სარეგისტრაციო კოდი:  430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების“:

1. მე-4 მუხლის 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ არიან განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეები, გამოცდები ტარდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან ცენტრის მიერ წერილობითი ფორმით ან/და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 მე-5 პუნქტებისა და მე-6 მე-16 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტით გათვალისწინებული სკოლების მიერ ჩატარებულ გამოცდებზე.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ტესტის წერილობითი ფორმით მიწოდებას, შრიფტის გაზრდას, საგამოცდო დროის დამატებას ან/და მოსწავლეებისთვის წერილობითი ინსტრუქციების მიწოდებას. აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული ფიზიკური შეზღუდვა (სარგებლობს ეტლით, დარღვეული მოტორიკის გამო უჭირს ხელების გამოყენება და სხვა).“.

3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოცდაში მონაწილე პირების სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითეიმურაზ მურღულია