„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 16/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016056
54
16/05/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
130000000.63.075.016056
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №54

2017 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება/დაინიშნება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების,  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია  შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.“.

2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მოსამსახურეთა სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ელექტრონული სახით აისახება მხოლოდ სამსახურის სისტემის შესაბამის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზებში.“.

3. 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი:

„მუხლი 521. მოსამსახურეთა რანგირება და კლასი

სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული/დანიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები არ ექვემდებარებიან თანამდებობათა რანგირებასა და კლასების მინიჭებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური