დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და IRD Engineering S.r.l.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 917 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023715 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №917
2017 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და IRD Engineering S.r.l.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და IRD Engineering S.r.l.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება – „ბათუმი (ანგისა)-ახალციხე(შ-1) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I - კმ 0+000-კმ 29+372) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები