დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 915 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023713 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №915
2017 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
2. ეთხოვოთ სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა
| ღონისძიების დასახელება | ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება |
| საზეიმო ღონისძიებისათვის საჭირო ბეჭდვითი მომსახურებების (მოწვეული სტუმრებისათვის საშვების, ღონისძიების ოფიციალური პროგრამის, სტიკერების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლის ტექსტის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და მოსაწვევების (კონვერტებით) დამზადება და ა. შ.) შეძენა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| საზეიმო ღონისძიების სარეკლამო კამპანიისა და დიზაინის უზრუნველყოფა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| საზეიმო ღონისძიებებისთვის სოციალური მედიის კამპანიის უზრუნველყოფა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| სარეკლამო კამპანიის სატელევიზიო და სოციალურ ქსელში განთავსება | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| ოფიციალური მიღების ორგანიზების უზრუნველყოფა | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| საორგანიზაციო ჯგუფი/ ივენთკომპანიის მომსახურება | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია |
| საზეიმო ღონისძიებების გადაღება/ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება | სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი |
| ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე. გახმოვანების უზრუნველყოფა; თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის აწყობა; სცენის შეფუთვა; ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გამოფენა; შემოქმედებითი ჯგუფის სამუშაოების ანაზღაურება; ფიცის ცერემონიალზე მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო |
| თელავში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯავშანტექნიკის და საპატრულო მანქანების წარმოდგენა; სამახსოვრო ფოტოსტენდების წარმოდგენა; იმიტირებული ქალაქის დახაზვა, ახალგაზრდებისთვის ველოსიპედის საგამოცდო მოედნის მოწყობა და ველოსიპედებით უზრუნველყოფა, ბავშვთა მართვის მოწმობის გამცემი იმიტირებული პუნქტისა და იმიტირებული-სპორტული ავტოდრომის მოწყობა; სახანძრო მანქანის, ტექნიკისა და სამახსოვრო ფოტოსტენდის წარმოდგენა, საცოცი კედლისა და მოსასვენებელი სივრცის მოწყობა; დაცული სახლის შოურუმის, ეკომოპედის, ეკომობილისა და დაკავების მანქანის წარმოდგენა; ,,მომავლის სახლის“ წარმოდგენა (სსიპ– ,,112“-ის შენობის მსგავსად); ვირტუალური ტირის; შსს არქივისთვის დოკუმენტური ფილმების გასაშვებად კინოთეატრის მოწყობა რეტროსტილში; პირობით ,,საზღვართან“ 2 ერთეული კვადროციკლის წარმოდგენა | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |
| საორგანიზაციო ჯგუფის რაციებით უზრუნველყოფა; ხალხმრავალ ადგილებში წესრიგის უზრუნველყოფა | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |
| რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გადაკეტვა | ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |
| ოზურგეთში – საინფორმაციო, საბავშვო/გასართობი სივრცის მოწყობა; მონიტორით უზრუნველყოფა. 1961 წელს შექმნილი დოკუმენტური ფილმის „რუსთაველის გმირები ილუსტრაციებში“ ჩვენების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაშის ორგანიზების უზრუნველყოფა | საქართველოს იუსტიციის სამინისტრო |
| მცხეთაში – ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული კონცერტის უზრუნველყოფა; საბავშვო სივრცის მოწყობა; | შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი |
| ფოთში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ბენდების კონცერტების უზრუნველყოფა, პროფესიული სასწავლებლების პერფორმანსები; შემეცნებით გასართობი სივრცის უზრუნველყოფა – ილიას უნივერსიტეტი, პროექტი „Study in Georgia“ –უცხოენოვანი პროგრამების პრეზენტაცია; | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |
| თბილისში - შემეცნებით/გასართობი სივრცის მოწყობა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |
| თბილისში – ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) პოპულარიზაციის მიზნით დეკორაციების მოწყობა – სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო კუთხის მოწყობა, საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობა | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
| მცხეთაში – ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) პოპულარიზაციის მიზნით დეკორაციების მოწყობა – სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო კუთხის მოწყობა | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
| ქალაქის გაფორმება დროშებითა და ბანერებით (შენობების ფასადების და დროებითი სამშენებლო ღობეების, საბანერე კონსტრუქციების); ქალაქის მეტრო-სადგურების სარეკლამო ფარების გაფორმება, თბილისის ანძის საზეიმოდ განათება; შუშის ხიდის საქართველოს დროშის ფერებში განათება; ღონისძიების ლოკაციის დასუფთავებით უზრუნველყოფა; ჯებირებითა და დენის წყაროებით უზრუნველყოფა; რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე დაცვის და სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფების მობილიზება; თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე ბიოტუალეტების დაყენება; ვარდების მოედანზე სასცენო კონსტრუქციების აგება-შეფუთვა; დღის კონცერტის სასცენო კონსტრუქციებით უზრუნველყოფა. გახმოვანების, განათების აპარატურის უზრუნველყოფა; ლედ-მონიტორების უზრუნველყოფა; ღონისძიების პროგრამის სრულყოფილად უზრუნველყოფა 12:00 სთ-დან-23:00 სთ-მდე; ე. წ. უკანა ხაზის უზრუნველყოფა; ვარდების მოედანზე, 21:00 სთ-დან საზეიმო კონცერტი და ფოიერვერკი; მოძრაობის თეატრის მინიწარმოდგენების უზრუნველყოფა; თემატური ფოტოგამოფენის მოწყობა; „ვეფხისტყაოსნის“ და მასთან დაკავშირებული ლიტერატურის შესყიდვა და დარიგება; რუსთაველის გამზირზე 33 ერთეული კონსტრუქციის მონტაჟი – ინსტალაცია „ანბანი“; რუსთაველის გამზირზე 1 ერთეული კონსტრუქციის მონტაჟი – უცხოენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების მაკეტი; რუსთაველის გამზირზე თემატური ფოტოგადაღების კუთხის მოწყობა; რუსთაველის გამზირზე საბავშვო სივრცის მოწყობა – „არქეოლოგია ბავშვებისთვის“; რუსთაველის გამზირზე ნახატების აუქციონის მოწყობა ცნობილი მხატვრების მიერ ადგილზე შესრულებულ ნამუშევრებზე; რუსთაველის გამზირზე პანტომიმის თეატრის ცოცხალი ქანდაკებები – "ვეფხისტყაოსნის გმირები"; | ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია |
| ქუთაისში – დღის ღონისძიების უზრუნველყოფა ახალგაზრდებისათვის და მიმდებარე ტერიტორიის დეკორაციის მოწყობა | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო |
| ამბროლაურში – საბავშვო სივრცის მოწყობა – კუბებითა და სხვადასხვა სახის ნივთებით ხიდებისა და გზების მშენებლობის მოწყობა; მუსიკალური გაფორმება და სხვ. | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო |
| ზუგდიდში – საბავშვო სივრცის მოწყობა – ორიგამების ნატვრის ხის ინსტალაცია; ყვავილებისა და ნერგების კუთხის მოწყობა; ხელოვნური შადრევანი; სეპარაციის ურნებით უზრუნველყოფა | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |
| თბილისში მიჯნურთა ხეივნის მოწყობა – მიჯნურების ხელისმოწერისა და ფიცის დადების იმიტირებული ცერემონიალი; რაინდობის ხეივნის მოწყობა; მეგობრობის ხეივნის მოწყობა; ქვიშაზე ხატვა – ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება; LED ეკრანი – ქვიშაზე ხატვის სანახავად; „ქაჯეთის ციხის“ კონსტრუქციისა და საბავშვო სივრცის მოწყობა – ბავშვებს საშუალება ექნებათ გამართონ საბრძოლო და სხვადასხვა გასართობი თამაშები (ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების პაზლების აწყობა) ინსტრუქტორის დახმარებით; დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით – სტუმრებს საშუალება ექნებათ, გადაიღონ ფოტოები და იხილონ მიმების წარმოდგენა; სტუმრების მისაღები სივრცე – გაფორმებული იშვიათი სახეობების მცენარეებით – ასახული იქნება ვეფხისტყაოსნის თემატიკის სინთეზი გარემოსთან, განთავსდება სკამები და მაგიდები, სტუმრებს ანიმატორები გაუმასპინძლდებიან სხვადასხვა ტკბილეულით; იშვიათი სახეობის მცენარეებით თამარის („თამარს ვაქებდით მეფესა“) ხიდი ; ინოვაცია-ვირტუალური რეალობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად (სათვალეებით) მოგზაურობა. მუსიკალური გაფორმება; განათების უზრუნველყოფა; მუსიკალური გაფორმებისთვის აპარატურით უზრუნველყოფა; მწვანე მოლით სივრცეების გაფორმება; სხვადასხვა შესაფუთი კონსტრუქცია (ბანერები); ანიმატორების, მხატვრების (ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების გამოსახულებების სახეზე და ტილოზე ხატვა) მომსახურება გასართობ სივრცეებში; წითელი ნუსხის სახეობის ცხოველთა პოსტერები ანტიბრაკონიერული თემატიკის ფარგლებში; ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება (გადაზიდვა); დემონტაჟი, მონტაჟი (ტექნიკური პერსონალი); სივრცეების თემატიკის, განლაგებისა და მიმართულებების განმსაზღვრელი მანიშნებლები; ანიმატორთა ფორმები, ქვიშა, ბუკლეტები, ვიდეო-რგოლის დამზადება | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |
| რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გამოყოფილ კუთხეებში სხვადასხვა სპორტული მოედნებისა და აქტივობების მოწყობა | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |
| ახალციხეში – მე-12 საუკუნის ეპოქის გაცოცხლება, გამოფენებისა და საბავშვო გასართობი სივრცეების უზრუნველყოფა. | სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია |
| თბილისში – რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტის უზრუნველყოფა; დახლებისა და კონსტრუქციების უზრუნველყოფა; დიზაინის უზრუნველყოფა. | სსიპ – აწარმოე საქართველოში |
| თბილისში – რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო, ტექნოლოგიური, გასართობი სივრცის უზრუნველყოფა | სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო |
| თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების თემატური ვიზუალებით მორთვა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აქტივობების უზრუნველყოფა | შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ |
| საქართველოში გზავნილი ამანათებისათვის დამოუკიდებლობის დღის თემატიკის სტიკერების უზრუნველყოფა | შპს „საქართველოს ფოსტა“ |
| ღონისძიების ფარგლებში გასართობ-შემეცნებითი ღონიძიების ორგანიზება მგზავრებისთვის, თემატური დაბრენდილი სიმბოლური სუვენირების უზრუნველყოფა მგზავრებისათვის | სს „საქართველოს რკინიგზა“ |
| ფოთში – საინფორმაციო სივრცის მოწყობა თბილისში – ეროვნულ მუზეუმში გამოფენის ორგანიზება | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო |
| გორში – ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის თემატიკაზე საინფორმაციო-გასართობი ზონის მოწყობა | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი |
| ზუგდიდში - საინფორმაციო, საბავშვო გასართობის სივრცის მოწყობა | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
| ქალაქებში: ზუგდიდი, ფოთი, თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, გორი, მცხეთა, რუსთავი, ქუთაისი, ამბროლაური – საზეიმო კონცერტებითა და ფოიერვერკით უზრუნველყოფა. სცენებით, ტექნიკური აპარატურითა და კულტურული პროგრამით უზრუნველყოფა | შესაბამისი მუნიციპალიტეტები |
| „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე პილონების განთავსება; სამი არტკაფეს დეკორაციითა და კულტურული პროგრამით უზრუნველყოფა; რუსთაველის გამზირზე ერთი სცენის, გახმოვანებისა და კულტურული პროგრამის უზრუნველყოფა; „პიანინოების“ პროექტის უზრუნველყოფა; საქართველოს მუზეუმებსა და რუსთაველის გამზირზე თემატური გამოფენების უზრუნველყოფა; „ვეფხისტყაოსნის“ სახალხო გადაწერის ორგანიზების უზრუნველყოფა; რუსთაველის გამზირზე მონიტორის უზრუნველყოფა | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |
| მუნიციპალიტეტებისთვის ( ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის, ქ. ახალციხის, ქ. ოზურგეთის, ქ. გორის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის, ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტები), მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ქუჩებისა და საკონცერტო სცენების მორთვა-გაფორმების მიზნით, დროშებისა და ბანერების შესყიდვისა და მონტაჟის უზრუნველყოფა | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები