დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 907 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023650 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №907
2017 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა “ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ დასადები შეთანხმება.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ .
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემცირების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს , კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები