დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის“ (პროექტები 1, 2 და 3) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 888 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023655 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №888
2017 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის“ (პროექტები 1, 2 და 3) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2010 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“, 2012 წლის 24 ივლისს გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“ და 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3“ სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხების დახურვის თარიღების გადაწევის თაობაზე .
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2010 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“, 2012 წლის 24 ივლისს გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2“ და 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3“ სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღის 2020 წლის 18 ივლისამდე გადაწევის თხოვნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები