დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 886 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023657 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №886
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №131 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 12 295 (თორმეტი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების შესყიდვების განსახორციელებლად:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა;
ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღასა და სოფელ ზოტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცემენტობეტონის საფარის მოწყობა;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები