სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 881
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023633
  • Word
881
04/05/2017
ვებგვერდი, 17/05/2017
000000000.00.003.023633
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №881

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 272 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ (ს/ნ: 201955090),დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის მშენებლობის მიზნით, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში– სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მცხეთა-ფასანაურის სატყეო უბნის ჯვრის სატყეოს ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში 9114 კვ.მ მიწის ფართობზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.06.10.216; №72.06.10.215; №72.06.10.218; №72.06.10.184; №72.06.10.217), ხე-ტყის ჭრის უფლებით, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს 2019 წლის 1 ნოემბრამდე.

2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, პატარა თელადუმას (Ulmus minor Mill. ) 5 (ხუთი) ინდივიდი.

3. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“ვალდებულია:

ა) პროექტი განახორციელოს „მცხეთის ისტორიული ძეგლების შესახებ“ ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ტექნიკური ანგარიშის შესაბამისად;

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში– გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

გ) მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი